მალე დაგიკავშირდებით.
ადამიანი საკუთარ ხასიათსა და გემოვნებას ყველაზე მკაფიოდ იმ სივრცეში გამოხატავს, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებს. ეს შეიძლება იყოს სახლი, სამუშაო სივრცე ან პირადი კაბინეტი – ადგილი, სადაც ჩვენი ყოველდღიურობა იქმნება და გარემო ჩვენს განწყობასა და პროდუქტიულობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
ერთი შეხედვით, ინტერიერი და ადამიანის ხასიათი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცნებებია. თუმცა რეალურად, სივრცე სწორედ ის გარემოა, სადაც ადამიანის შინაგანი სამყარო ფორმირდება. თუ დიზაინი ვერ გამოხატავს იმ ატმოსფეროს, რომელიც ადამიანს ეკუთვნის, ინტერიერი სრულყოფილი ვერ იქნება და ყოველთვის გვექნება განცდა, რომ არ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ. სწორედ ამ იდეაზეა აგებული ვივერეს ხედვა.
სივრცეები, სადაც დიზაინი და კომფორტი ერთმანეთს ერწყმის, რომელიც ქმნის მრავალფეროვან გარემოს.
„ვივერე“ უკვე 13 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს იტალიური და საერთაშორისო ბრენდების პრემიუმ კლასის საოჯახო და საოფისე ავეჯს. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება იმითაა მნიშვნელოვანი, რომ კარგად ვიცნობთ მომხმარებლის სურვილებს, შესაბამისად სწორად შერჩეული პროდუქტი მაქსიმალურად აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს.
შოურუმის კოლექციები, თანაბრად აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, ევროპულ ელეგანტურობასა და უმაღლეს ხარისხს. თითოეული პროდუქტი შექმნილია დახვეწილი ესთეტიკისა და ფუნქციურობის იდეალური ბალანსით და დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან, რაც ავეჯის გამძლეობას, კომფორტსა და ხანგრძლივ გამოყენებას უზრუნველყოფს.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს დავეხმაროთ ისეთი ინტერიერის შექმნაში, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ ყოველდღიური გამოყენებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და მრავალფეროვანია.