მალე დაგიკავშირდებით.
წინამდებარე წესები და პირობები განსაზღვრავს კომპანიასა და ვებ-გვერდის მომხმარებლებს შორის ურთიერთობებს. თუ მხარეებს შორის არ არის წერილობით შეთანხმებული სხვა რაიმე პირობა, ვებ გვერდის მეშვეობით გაკეთებული მოთხოვნა ან კომპანიის მარკეტინგული შეთავაზებები რეგულირდება აღნიშნული წესებითა და პირობებით. მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია/რეგისტრაცია) და საიტიდან ინფორმაციის მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები და ასევე კონკრეტული პროდუქციის შესაბამის აღწერაში მითითებული წესები.
საიტის მოხმარებით მომხმარებლები თანხმობას იძლევიან, რომ მათ მიერ მომსახურების გამოყენება შესაბამისობაშია ყველა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციის და დებულების, მათ შორის საგადასახადო, წესებთან კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მომსახურების უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე.
საიტით სარგებლობისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მმართველმა კომპანიამ დაამუშავოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირს გაანდოს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი. კომპიუტერსა და ნებისმიერ სხვა აპარატზე და ინტერნეტზე წვდომის ლოკაციაზე ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, ასევე მომხმარებლის სახელის კომბინაციის, რაიმე ვირუსის ან ვირუსული პროგრამის საფუძველზე, „გატეხვაზე“ და ნებისმიერ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განუცხადოს ამ ვებგვერდის ადმინისტრაციას ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო გატეხვის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე.
მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის არსებობისას, მმართველი კომპანია უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, არ მოახდინოს ნივთის ან ინფორმაციის მიწოდება და არ დააბრუნოს გადახდილი თანხა, სანამ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები არ დაადგენენ რეალურ ვითარებას.
პირადი მონაცემების დაცვა
თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ნებისმიერი ინფორმაცია დაცულია პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალურ ინფორმაციის გამოყენება ხდება მხოლოდდამხოლოდ ვებ გვერდის მიერ მომსახურების ხარისხის გაზრდის მიზნით და დაკავშირებულია გვერდზე თქვენს მიერ გაკეთებული შეკვეთის მომსახურებასთან.
• თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ „სტუმრის“ სტატუსით ვებ გვერდის დათვალიერების ან შეძენის შემთხვევაში
• თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ „სიახლეების გამოწერაზე“, სხვა შემთხვევაში თქვენი ელ-ფოსტა არ მოხვდება ჩვენს მონაცემთა ბაზაში
• თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ „ავტორიზაცია“ ჩვენს ვებ გვერდზე, თქვენი მონაცემები, სახელი და გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ნომერი, მისამართი, შეკვეთილი პროდუქციის სია რჩება ჩვენს არქივში და განკუთვნილია მხოლოდდამხოლოდ შეკვეთილი პროდუქციის მაღალი ხარისხით მოწოდებისთვის და მარკეტინგული სიახლეების მოწოდებისთვის.
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია გვქონდეს თქვენს შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია. თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელია შპს „ნოვი სტილი“ (ს/კ 204546688). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 593 923 388; ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი #24